ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო აქტივობების სერია ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში
15-11-2024

„განვთვითეულდით და თვითეულის ზურგმა ვეღარ აზიდა ის დიდი აზრი მამულისა, რომელიც ყველასთვის ადვილად საზიდია, თვითეულობით ტვინი ამოშრა, შევიწროვდა მაგ სიტყვის დიდი მნიშვნელობა“- ეს სიტყვები დიდ ილიას ეკუთვნის, რომლის უკვდავი სული მუდამ ჩვენთანაა“,- აღნიშნავენ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, იზიარებენ ერის მამად წოდებული დიდი ქართველი მწერლის იდეალებსა და ღირებულებებს და მოსწავლეებსაც ილიას სიტყვებით მოძღვრავენ, აფრთხილებენ, ჩააფიქრებენ. 

„ყოველი 8 ნოემბერი - დიდი ილიას დაბადების დღეს ერის გამოფხიზლებაა, მისდამი ღირსეული პატივის მიგება მოწიწების გამოხატვაა“,- დასძენენ სკოლაში. 

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექციამ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებმა - დოდო ქათამაძემ, ცირა კუბლაშვილმა, ნანა ჭანტურიამ, ნანა ამბროლაძემ, ისტორიის პედაგოგმა - ნანა მაისურაძემ მოსწავლეებთან ერთად მრავალი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს.

ჩატარდა კლასის საათები (V-IX კლასებში). 

პრეზენტაციები - „დიდი ილია“ (VII, VIII, IX, XI კლასები (ცირა კუბლაშვილი, დოდო ქათამაძე). მოეწყო საიუბილეო გაზეთების გამოფენა (მასწავლებელი - ცირა კუბლაშვილი).

მოსწავლეებმა იხილეს დიდი ილიასადმი მიძღვნილი ფილმი - „რამდენიმე სურათი ილიას ცხოვრებიდან“. ჩატარდა კონკურსი მხატვრული კითხვაში - „ვკითხულობთ ილიას“ ( V-IX კლასები).

VII კლასში ჩატარდა კლასის საათი - „დიდი ილია“ (დამრიგებელი - ლოლა ტოფაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი - ნანა ამბროლაძე).

„ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია“,- გვმოძღვრავდა დიდი ილია. დაე, ჩვენი სურვილიც ეს იყოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მომავალ თაობას დიდი ილიას ღირებულებებზე ზრდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203