„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა აღვზარდო ქვეყნის მოყვარული, ღირსეული მოქალაქეები“- ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი პლატონ ბურძგლა 
15-11-2024

მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი პლატონ ბურძგლა მოსწავლეებს მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მისთვის მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა და ურთიერთპატივისცემა. ბავშვებს საჭირო რჩევა-დარიგებებს აძლევს, რასაც ისინი ყოველთვის ითვალისწინებენ.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს დირექტორი პლატონ ბურძგლა პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- ისეთ გარემოს, სადაც მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და ზოგადად სასკოლო საზოგადოების წევრები კომფორტულად, სასურველად და საჭიროდ გრძნობენ თავს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, ურთიერთპატივისცემა, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 
- მათი აბსოლიტური უმრავლესობა არის, სოფლის, მუნიციპალიტეტის, სკოლის, ოჯახის და ზოგადად ქვეყნის პატრიოტები.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- ერთად დგომას, ერთმანეთის ჯანსაღ კრიტიკას, იმისთვის რომ ნაკლი გამოსწორდეს და არა ჩასაფრებულის პოზიციიდან.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- გავზარდო საზოგადოების, ოჯახის, ქვეყნის მოყვარული ღირსეული მოქალაქეები.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“, მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობები.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სპორტული აქტივობები, ინტელექტუალური თამაშები და ვიქტორინები, ლაშქრობები, ექსკურსიები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203