ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ლამაზი და საინტერესო ღონისძიება „ოქროს შემოდგომა“ ჩატარდა, რომელშიც I-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ დღეს სკოლაში ლამაზი საშემოდგომო კუთხე მოეწყო, რომელიც შემოდგომის ნობათით იყო გაფორმებული.
ღონისძიების ხელმძღვანელი ხელოვნების პედაგოგი ვანიკ თევანიანი გახლდათ, რომელსაც დაეხმარნენ დამრიგებლები და მშობლები.
მოსწავლეებს სკოლის სახელით დირექტორმა - სარკის დურგარიანმა სიგელები გადასცა.
ბავშვებისთვის ეს დღე დაუვიწყარი და ემოციური იყო.
იხილეთ ფოტოები: