ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ჩატარდა ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე - „მამული, ენა, სარწმუნოება.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მიმოიხილეს ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია და მწერლის ცოხვრების, მოღვაწეობის შესახებ წარდგინეს პრეზენტაცია.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მაია მალაყმაძე და იზოლდა ჯაფარიძე.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: