ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო, რომელშიც დაწყებითი საფეხურის კათედრა აქტიურად იყო ჩართული.
მოსწავლეებმა კვირის მანძილზე შეასრულეს სხვადასხვა აქტივობა, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის „დედაენის ბურჯის“ შემოქმედება, გააკეთეს პრეზენტაცია საყვარელი მოთხრობების პერსონაჟების შესახებ, შექმნეს გაზეთი და მასწავლებლის დახმარებით ააწყვეს სლაიდი.
ღონისძიებას პედაგოგები: ნ.არბოლიშვილი, ნ.მაისურაძე, მ.ტყემალაძე ხელმძღვანელობდნენ.
ეს დღე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.
იხილეთ ფოტოები: