წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
დაწყებითი კლასების (I, II, III, IV) მოსწავლეებმა, მათი აღმზრდელი მასწავლებელების - სალომე საგინაძის, ირმა ივანაძის, მაია ვასაძის, თამილა აბაშიძის ხელმძღვანელობით, საშემოდგომო ღონისძიება - „ბარაქიანი, ოქროსფერი შემოდგომა“ ჩაატარეს.
მისი მიზანი მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და იმის გაგება იყო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის ეს დრო თითოეული ოჯახისთვის და ქვეყნისათვის.
ბავშვებმა შემოდგომა ლექსებით, მინი სპექტაკლით, სიმღერებითა და ცეკვებით გააცილეს. ღონისძიებას დირექციის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.
„ირგვლივ ყველაფერი ყვითლად შეფერილა…
თითქოს მზეს მიბაძა ლამაზმა დედამიწამ….
ხეებს ფოთლებიც დაცვენილა...“,- ეს სიტყვები ისმოდა ღონისძიებაზე.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: