ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
სკოლის ახალმა თანამშრომელმა, პროფესიონალმა ექთანმა - სოფო ჩაფჩიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე - „დიაბეტი და მისი პრევენციის გზები“.
„ეს დღე მნიშვნელოვანი შეხსენებაა მთელი პროგრესული კაცობრიობისათვის, რომ ამ დაავადების გავრცელების ზრდამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. მოსწავლეებმა მრავალი საჭირო ინფორმაცია მიიღეს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
პრეზენტაცია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე აერთიანებს 145-ზე მეტ ქვეყანას და მოიცავს მილიონობით ადამიანს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.
იხილეთ ფოტოები: