ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „ილია შუბლი საქართველოსი“ ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მიმოიხილეს მწერლის საზოგადოებრივი საქმიანობა: წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საადგილმამულო ბანკი, გლეხთა განთავისუფლება, ენის რეფორმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს ილიას ლექსები, რითაც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება მწერლის მიმართ.
ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები: