საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში ისტორიკოსმა ლექცია ჩაატარა
15-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებზე იზრდებიან. სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან და სიღრმისეულ სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, 1990 წლის 14 ნოემბრის, საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სხდომას მიეძღვნა შეხვედრა - „უახლესი ისტორიის ცენტრის“ დამფუძნებელთან და მკვლევართან, ისტორიკოს - გიორგი არქანიასთან.

ლექციის თემა გახლდათ - „საქართველოს ეროვნული ხელისუფლება და სახელმწიფო გადატრიალების შედეგები“.

შეხვედრის ინიციატორები იყვნენ გიმნაზიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრა და საქართველოს ისტორიის მოყვარულთა კლუბი.

შეხვედრას, გიმნაზიის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად ესწრებოდნენ ლოტკინის ტერიტორიაზე მდებარე კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და ხელოვნების სკოლის თანამშრომლები.

სტუმარმა მიმოიხილა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ისტორია, საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, საარჩევნო ბლოკ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ დამაჯერებელი გამარჯვება და უზენაესი საბჭოს 11 ნოემბრის პირველი სხდომა, რომელზეც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ზვიად გამსახურდია.

მკვლევარი შეეხო საქართველოს დამოუკიდებლობის 1991 წლის 31 მარტის საერთო, სახალხო რეფერენდუმს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებულ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, აგრეთვე შემდგომში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და სახელმწიფო გადატრიალების მიზეზებს და იმ სავალალო შედეგებს, რაც სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვა.

გიორგი არქანიამ ამომწურავი პასუხი გასცა მსმენელთა შეკითხვებს და დეტალურად ახსნა იმ დროინდელი განვითარებული მოვლენები.

დასასრულს მოსწავლეებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

როგორც გინმაზიაში აღნიშნავენ, გადწყდა, რომ გიმნაზიასა და უახლესი ისტორიის კვლევის ცენტრთან ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ახარებთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203