წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
„სკოლაში, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ არაფორმალურ განათლებას. ამ მიმართულებით სისტემატიურად მუშაობენ მასწავლებლები ერთობლივად“,- აღნიშნავენ სკოლაში და მორიგ საინტერესო აქტივობებს გვიზიარებენ, რომელიც ესთეტიკური აღზრდისა და ჰუმანიტარული კათედრების ხელმძღვანელობით განხორციელდა.
„დიდი ილია“, „ქართული კინოს დღე“, „გამოჩენილი კომპოზიტორები“, „საქართველოს კუთხეები“,- ეს იმ აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებით აღმოჩნდა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები.
სკოლაში მშობლებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგებს კი შემოქმედებითობისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. ასევე მინდა მოვეფერო ჩემი სკოლის პედაგოგებს, რომლებმაც წარმოადგინეს შესანიშნავი აქტივობები და წარმოაჩინეს პატარა მსახიობები“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: