მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, იქ, ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს იყო მოგზაურობის ერთი დღე ილიას ცხოვრების მრავალფეროვან სამყაროში. მოსწავლეებმა თემატური პლაკატები და პრეზენტაციები მოამზადეს. მათ საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს.
ღონისძიების ლაიტმოტივი იყო: „მარად და ყველგან,საქართველოვ, მე ვარ შენთანა“.
„ეს იყო მეტად შთამბეჭდავი, საინტერესო, შემეცნებითი, ინფორმაციული ღონისძიება, რომელმაც ყველას მოწონება დაიმსახურა“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: