საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლაში პროექტი - „მთის დღე - კოჭბანში“ განხორციელდა. ადგილზე ბუნებრივი და დეკორატიული ხელოვნების სინთეზი იყო, რაშიც უდიდესი წვლილი მოსწავლეებმა შეიტანეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ მიერ შექმნილმა მხატვრულმა გარემომ ტრადიციულ და განახლებულ ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა ნამუშევარი და შემოდგომის ნობათი იყო გამოფენილი.
„საერთო ჩართულობით, გუნდურად განხორციელებული პროექტი, უძველესი სასოფლო ტრადიციის აღდგენაა, შთამბეჭდავად აღინიშნა ჩვენს სკოლაში. ამ საინტერესო დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია, ბატონი ავთანდილ გულიკაშვილის თაოსნობით, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - ქალბატონი ლელა ფანოზიშვილი ჩვენს გვერდით იდგნენ. ეს ფაქტი უაღრესად დასაფასებელია, რადგან კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა, თემის ჩართულობის თვალსაზრისით. სტუმრებს ტრადიციის აღდგენა ბატონმა ავთანდილმა მიულოცა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მადლობა ჩვენი სკოლის გუნდს, მშობლებს, ერთსულოვნებისთვის! დიდი მადლობა თავმას ჩოხელს, ჩვენს რწმუნებულს - ბატონ გოჩა მისრიაშვილს, ჩვენს რესურსცენტრსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: