მეორე ობჩის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასლებმა „ბოლო ზარი“ მხიარული სკეტჩებითა და მუსიკალური ნომრებით აღნიშნეს
14-06-2018
მეორე ობჩის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიება კლასის დამრიგებლის ქალბატონ მანანა აბზიანიძის ორგანიზებით მოეწყო. მუსიკალურად კი მუსიკის პედაგოგმა თინათინ ლომთაძემ გააფორმა.
„ღონისძიება მართლაც სასიამოვნო სანახავი იყო. კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს მხიარული სკეტჩები მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, იყო ბევრი ღიმილიანი სახე, ცრემლიანი თვალები და ბედნიერი ჟრიამული“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ახალგაზრდებს ღონისძიების ბოლოს სიტყვით მიმართა და გზა დაულოცა სკოლის დირექტორმა ქაბატონმა ნაილი მესხმა. იხილეთ ფოტოები