აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ, ღონისძიება - „მადლიანი შემოდგომა“ ჩატარდა. მისი ორგანიზატორი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე ნინო მიქაუტაძე გახლდათ.
ღონისძიება მუსიკალურად მუსიკის მასწავლებელმა - გულისა კიზირიამ გააფორმა. მასში პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და კლასის დამრიგებლები - ირმა ჯიბლაძე, ზაირა რევაზიშვილი აქტიურად ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა ნამდვილი საშემოდგომო განწყობა შექმნეს. ლამაზად გაფორმებულ საკლასო ოთახს კი, შემოდგომის ნობათი ამშვენებდა. მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს და იმღერეს.
ღონისძიება ჩურჩხელების ამოვლებით დასრულდა და სასკოლო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: