ქვემო ახალშენის საჯარო სკოლისა და მასთან არსებული დაწყებითი სკოლის პედაგოგებმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქციეს 
15-11-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლისა და მასთან შერწყმული სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა დაიწყეს. 

ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა - ირმა მახარაძემ, ანბანის შემობრძანებასთან დაკავშირებით, საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა. ის მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.

ყველასთვის მოულოდნელად, პატარებს სასაჩუქრე ყუთიდან სტუმრად მოსული, ლამაზად მორთული „აი ია" მიესალმა, რომლებმაც მოსწავლეებს ცოდნის სამყაროსკენ სავალი გზა დაულოცა. გაკვეთილზე მოსწავლეებმა წინასაანბანო პერიოდში შესწავლილი ლექსები, ანდაზები, გამონათქვამები წაიკითხეს.

პატარებმა პირველი ხელნაწერი შეასრულეს, იისფერ ბუშტებს კი უამრავი კეთილი სურვილი ჩაუთქვეს და ზეცაში გაუშვეს.

შერწყმულ სკოლაშიც ასეთივე განწყობა იყო. პატარებს ანბანის ჯადოსნურ სამყაროში პირველი კლასის მასწავლებელი მანანა ბარამიძე შეუძღვათ. აღსანიშნავია, რომ კლასი თემატურად იყო მორთული, რამაც მოსწავლეთა განწყობა მეტად აამაღლა. 

პატარებმა წინასაანბანო პერიოდი სახალისო აქტივობებით შეაჯამეს. მათ „ანბანეთიდან” სტუმარი ეწვიათ, რომელმაც ბავშვებს საჩუქრად ქართული ანბანი და ია მიუტანა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203