ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა აღინიშნა.
იქ, თარიღთან დაკავშირებით, თემატური კვირეული ჩატარდა, რომელშიც IX, X და XI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვირეულის პროგრამაში სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა პოსტერი შექმნეს, რომელზეც ავტორის გამონათქვემები და მათი კომენტარები იყო დატანილი. ასევე, ბროშურები დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებაში გაავრცელეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, დოკუმენტური ფილმი - „ყვარლიდან მთაწმინდამდე“ ნახეს. მათვე, ილის ბიოგრაფიულ ცნობებზე დაყრდნობით, კომპოზიცია დადგეს.
კვირეულს ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ირმა წერეთელი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: