ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო და ორიგინალური საშემოდგომო აქტივობა ჩატარდა.
გურიის ერისთავების ციხე-დარბაზის ირგვლივ გაშენებულ ულამაზეს დენდროლოგიური ტყე-პარკში კლასის ხელმძღვანელთა: ხათუნა ბოგვერაძისა და ფატიმა სიხარულიძის ორგანიზატორობით მოეწყო ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ქართულში.
ეს დღე აქტიური, შემეცნებითი და პოზიტიური აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები საგაკვეთილო პროცეეს მეტად ამრავალფეროვნებს.
იხილეთ ფოტოები: