ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში მოტივირებული, აქტიური და შემოქმედებითი მოსწავლეები სწავლობენ.
მათ განვითარებაზე პედაგოგები ზრუნავენ და სასწავლო პროცესს სხვადასხვა აქტივობითა თუ ღონისძიებით ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, საინტერესო აქტივობა - „არტ-ისტორია“ მე-5 კლასში, ხელოვნების გაკვეთილზე განხორციელდა. მის ფარგლებში, მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და შემოდგომის თემას სხვადასხვა ნამუშევარი მიუძღვნეს.
სასწავლო პროცესს ხელოვნების მასწავლებელი - მზია ყურშუბაძე ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ვიდეო: