ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „ჩვენი ოტია“ წარადგინეს
14-06-2018
ბოლნისის N5 საჯარო სკოლის II ბ კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნელი ბახტაძის ხელმძღვანელობით პროექტი „ჩვენი ოტია“ წარადგინეს.
ოტია იოსელიანის საბავშვო ლიტერატურა მკითხველის ყურადღებას მრავალმხრივ იწვევს: უპირველესად სიყვარულის სხვადასხვა ფორმის გამოხატულებით, სათავგადასავლო და დიდაქტიკური ხასიათიათ, ავტორის არაპირდაპირი, არაპერსონიფიცირებული, აქტიური მონაწილეობით და იმ ეკოლოგიური, სოციალური და საზოგადო პრობლემებით, რომლებიც მაღალი ეპოქალური აქტუალურობით გამოირჩევა.
ეს საკითხები გადმოცემულია ბავშვებისთვის გასაგები, მარტივი ენით. მთავარი მიზანი სწორედ მისი შემოქმედების საბავშვო აუდიტორიისთვის გაცნობა და პოპულარიზაცია გახლდათ.
პროექტი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ განყოფილებაში მაყურებელს საშუალება ჰქონდა ამავე თემატიკაზე ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები და ილუსტრირებული წიგნები დაეთვალიერებინა, ხოლო მეორე ეტაპი ავტორის საბავშვო კრებულთა (საბავშვო ლექსების, ,,ხელისგულისტოლა ზღაპრებისა" და ,,დაჩის ზღაპრების"), ასევე, ლექსების ინსცენირებას მოიცავდა.