ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი ნაილე სურმანიძე გამოწვევებს არ უშინდება და პროფესიული განვითარებისკენ არის ორიენტირებული. როგორც თავად აღნიშნავს, მუდამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის ძიებაშია. მოსწავლეებს კი მაგალითს აძლევს - არასდროს დანებდნენ და იზრუნონ განვითარებაზე.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს ნაილე სურმანიძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პროფესიონალიზმზე დამყარებულ სასკოლო გარემოს, სადაც დადებით ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც მოსწავლეებში ისე მასწავლებლებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, პატივისცემა, სიყვარული და პასუხისმგებლობა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით, აქტიურობით, ლოგიკური აზროვნებითა და ურთიერთზრუნვით.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- პროფესიონალიზმის მაღალ დონეს, შემოქმედებითობას, პასუხისმგებლობის, შრომისმოყვარეობის უნარსა და მაღალ მოტივაციას.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ვაკეთო ჩემი საქმე უკეთ, ვიდრე ადრე. მიყვარს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის ძიება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანია“, რადგან მიმაჩნია, რომ მასში ქართველი ხალხის გენია ყველაზე მეტად იკვეთება.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- რთულია გამოკვეთა, თუმცა ყველაზე მეტად პოეზიის დეკლამირება მიზიდავდა.