თეთრიწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - მანონი მჭედლიშვილსა და ნიკა სულაბერიძეს ლეპტოპები საჩუქრად საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ისინი მოტივირებული, მიზანდასახული, ნიჭიერი და წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეები არიან.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: