„ილია ჭავჭავაძე, როგორც ორატორი“ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაცია 
15-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების „სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე“ შესწავლის შემდეგ მინი პრეზენტაცია - „ილია ჭავჭავაძე, როგორც ორატორი“ მოამზადეს.

მათ ასევე, შექმნეს პოსტერები და ჩაერთნენ ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გულნარა ბაგრატიონი გახლდათ, რომელიც მოსწავლეებს ხელმძღვანელობდა.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203