აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო და სახალისო საშემოდგომო ღონისძიება ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს ღონისძიება სხვა ზეიმისგან განსხვავდებოდა.
მოსწავლეები დაიყვნენ ორ გუნდად „ონავრები“ და „ჭკვიანები“. ისინი შეეჯიბრნენ ერთმანეთს სხვადასხვა აქტივობაში: მათემატაში, ქართულ ენაში, ინგლისურ ენაში და სპორტში.
„მათ მასწავლებლებთან ერთად ბევრი ითამაშეს და იმხიარულეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტოები: