საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გაზრდაზე აქტიურად ზრუნავენ.
ახლახან, კი სკოლაში, მე-8 კლასის დამრიგებლის - ირმა წითაძის ინიციატოვით, მშობელთა მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზების ფარგლებში, ჩატარდა აქტივობა -„მშობელი გაკვეთილზე“, სადაც გაიმართა პრეზენტაცია ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ თემაზე - „სწრაფი მოდა თანამედროვე მსოფლიოში“.
მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში მიიწვიეს - თამთა ცინცაძე - ხელოვნების დოქტორი და პროფესორი - ამავე სკოლის მშობელთა თემის წარმომადგენელი.
შესავალ ნაწილში, მოდერატორმა, მოსწავლეებს განუმარტა სწრაფი მოდის ცნება: რა არის სწრაფი მოდა და როდის დაიწყო მისი განვითარება.
ახსნა სწრაფი მოდის პოპულარობის მიზეზები. პრეზენტაციის მიზანი, თემის აქტუალობა და მისი მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპებს მოიცავს სწრაფი მოდის ბრენდების სტრატეგია (მინიმალური წარმოების დრო, ბიუჯეტური პროდუქცია). პროდუქციის მასშტაბი და გამოშვების სიხშირე.
ისაუბრეს ცნობადი ბრენდების შესახებ, რომლებიც იყენებენ ამ ტიპის მოდელს (მაგ., Zara, H&M, Shein და სხვ.).
მოდერატორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხებზე, როგორიც არის: რესურსების მაღალი მოხმარება, ქიმიური ნივთიერებების გამოყენება, ნარჩენების წარმოქმნა, რაც იწვევს ეკოლოგიურ გარემოზე უარყოფით გავლენას.
თამთა ცინცაძის დახმარებითა და კონკრეტული კითხვების დასმით, მოსწავლეებმა განსაზღვრეს მომხმარებლის როლი, ჩვევები, დამოკიდებულება და სწრაფი მოდის პროდუქციის მოხმარების ტენდენციები.
მოსწავლეებმა სტუმართან ისაუბრეს ეკომეგობრულ და ეთიკურ ბრენდებზე.
დასკვნისას შეაჯამეს ძირითადი საკითხები:
როგორ შეიძლება, შეიცვალოს დამოკიდებულება მოდის მიმართ;
როგორ შეიძლება მომხმარებელმა გააკეთოს ეკომეგობრული არჩევანი სწრაფი მოდის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად.
ამგვარი ნარტივით პრეზენტაცია და კოლაბორაცია ხელს უწყობს აქტუალური და უმნიშვნელოვანესი სიახლეების გაცნობას მოსწავლეებში. ავლენს მათ დადებით და უარყოფით ასპექტებს. მოსწავლეებში აჩენს ინტერესს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის მიმართ.