ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი მაია შალუტაშვილისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ის თავის მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს და მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს.
etaloni.ge-ის კითხვებს პედაგოგი მაია შალუტაშვილი პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- უსაფრთხო გარემო და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- შეუძლიათ ნასწავლის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში (ცხოვრებისეული ცოდნა)
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მასწავლებელთა მოტივირებული და შემოქმედებითი გუნდი.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლის სრულფასოვანი აღზრდა და შესაძლებლობის გამოვლენა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები.