გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეთნიკურად ქართველმა და აზერბაიჯანელმა მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლის - ილია ჭავჭავაძის ფასდაუდებელი შემოქმედება, ღვაწლი და ბიოგრაფია ერთად გაიხსენეს.
პედაგოგების დახმარებით, მოსწავლეებმა ლამაზი ღონისძიება გამართეს. მათ იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. აქტივობაში თითოეული მონაწილე მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები: