სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - გიორგი ჯღამაძე მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავს.
ამჯერად, მან IX-X კლასების მოსწავლეებთან ერთად საფეხმავლო ლაშქრობა დაგეგმა და განახორციელა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოლაშქრეებმა ხუროთმოძღვრების ისტორიული ძეგლი - წმინდა გიორგის მისარონის ეკლესია მოინახულეს და მოილოცეს.
გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: