„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება“ - შილდის N2 სკოლის პედაგოგი ქეთევან ცისკარიშვილი
15-11-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ცისკარიშვილი მოსწავლეების ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებს და მათ საინტერესო, დასამახსოვრებელ გაკვეთილებს სთავაზობს. როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობები.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ქეთევან ცისკარიშვილი პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მასწავლებელმა სკოლაში და კლასში უნდა შექმნას ისეთი კეთილგანწყობილი ატმოსფერო, სადაც გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა. 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 
- შრომისმოყვარეები და ურთიერთგამტანები არიან.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მასწავლებლების და მოსწავლეების ურთიერთგაგებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეებისთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი გაკვეთილის ჩატარება.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- საახალწლო ღონისძიება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203