„პოზიტიური სასწავლო გარემო მნიშვნელოვანი კომპონენტია სასკოლო წარმატებისთვის“- ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგი მაგული ვასაძე
15-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლის პედაგოგი მაგული ვასაძე განათლებული და წიგნიერი თაობის აღზრდის საქმეს სამაგალითოდ ემსახურება. მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს და მოწაფეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი მაგული ვასაძე პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- პოზიტიური სასწავლო გარემო მნიშვნელოვანი კომპონენტია სასკოლო წარმატებისთვის ეს არის გარემო, სადაც მოსწავლეები თავს გრძნობენ უსაფრთხოდ.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ჯანსაღი უკუკავშირი, ეფექტური კომუნიკაცია და ნდობის ფაქტორი.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 
- იჩენენ ინტერესს სასწავლო საგნებისადმი, აქტიურად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- იმ ურთიერთობებისა და ღირებულებების ერთობას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში ყველა მონაწილე მხარის თანამშრომლობას, განვითარებას და ჰარმონიულ ცხოვრებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა სასწავლო პროცესი წარვმართო უკეთესად, ვიდრე წინა დღეს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 
- გურამ პეტრიაშვილის - „პატარა ქალაქის ზღაპრები“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- ღონისძიება „ახალი წელი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203