ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორ მარინა ცინცაძისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა. ის თავს არ ზოგავს, რომ მოსწავლეებს ჰარმონიული და მათ ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემო შეუქმნას. ხელმძღვანელისთვის სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს თანამშრომლობასა და გუნდურობას.
etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს დირექტორი მარინა ცინცაძე პასუხობს:
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- სასკოლო საზოგადოების თანამშრომლობით მზაობასა და მოსწავლეებისთვის თბილი გარემოს შექმნას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა, ნდობა და სიყვარული.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან..
- ძალიან მიზანდასახულები და ნიჭიერები არიან.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- თანამშრომლობით და გუნდურ ურთიერთკავშირს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- მოსწავლეთათვის უსაფრხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, სწავლების ხარისხის ამაღლება და მათი მიზნამდე მიყვანა.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- ჩემს მოსწავლეებს ვურჩევ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების წაკითხვას.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- დედის დღისა და ახალი იმედებისა და ოცნებების, ახალი წლის დღესასწაული.