სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლების საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა გამორჩეული საზოგადო მოღვაწეების შესახებ სათანადო ინფორმაცია იცოდნენ.
ამის დასტურია ისიც, რომ ამჯერად, სკოლაში დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ილია ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. მასში მე-10 კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორის - ქართული ენისა და ლიტერატურის მარინა ხუჭუას ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ.
მათ ილია ჭავჭავძის ღვაწლზე ისაუბრეს, მისი ლექსები წაიკითხეს, ყურადღება დიდი მწერლის ბიოგრაფიაზეც გაამახვილეს და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: