„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს საერთო საქმის გულშემატკივრობას“- ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი
15-11-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული პიროვნებაა. მას მიაჩნია, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთპატივისცემა და ნდობაა. მასწავლებელს ბავშვები ყველაზე დიდ მოტივაციასა და ენერგიას აძლევენ.

etaloni.ge-ის ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი პასუხობს:

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- კოლეგებს შორის თანამშრომლობითი, კოლეგიალურ დამოკიდებულებას, რაც მუშაობის პროცესს სასიამოვნოს ხდის.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...
- მათ აქვთ მოტივაცია ისწავლონ, განვითარდენენ, არ ეშინიათ წინააღმდეგობების, კარგად უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- გუნდურობას თანამშრომლობით ურთიერთობებს, გულშემატკივრობას საერთო სასკოლო საქმისათვის.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- უპირველესად პროფესიისადმი სიყვარული, მოსწავლეებთან  შეხვერდის მოლოდინი. მართალია პედაგოგის საქმიანობა დიდი ძალისმევასა და ენერგის მოითხოვს, ზოგჯერ გგონია დაიღალე, მეტს ვეღარ გაუძლებ, მაგრამ როცა წარმოიდგენ შენს მოსწავლეებს, მათთან ურთიერთობის პროცესს, ახალი ენერგიით ივსები და ისევ აგრძელებ საყვარელ საქმეს. 

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ  ვიქტორ ჰიუგოს ,,საბრალონი“
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...ლიტერატურულ-მუსიკალური  კომპოზიციები,თეატრალური წარმოდგენები იყო.რაც ძალიან მომწონდა, სიამოვნებით ვმონაწილეობდი ან ვუსმენდი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203