აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღისა და ივანე ჯაშის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ახლახან, პედაგოგების - ლია ცერცვაძისა და მაია ლორიას ხელმძღვანელობით, ორივე სკოლის მოსწავლეებისთვის გასვლითი აქტივობა მოეწყო.
ისინი ექსკურსიაზე მცხეთა-მთიანეთში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა სვეტიცხოვლის ტაძარი, ჯვრის, შიომღვიმისა და სამთავროს მონასტრები მოინახულეს და საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.
ექსკურსიამ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
იხილეთ ფოტოები: