ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.
მის ფარგლებში, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის განვლილი ცხოვრების გზა, წაიკითხეს მისი ლექსები, ნახეს ფილმი - „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკები“. ბოლოს კი, ფილმი გააანალიზეს, მკვლელობის მოტივზე იმსჯელეს და საკუთქრი თვალსაზრისი გამოთქვეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა.
„117 წელი გავიდა „ერის უგვირგვინო მეფედ" წოდებული საზოგადო მოღვაწის, მწერლის, პოეტის, დიდი მამულიშვილის ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან. უკიდეგანოა მისი ღვაწლი ერის წინაშე. მუდამ უნდა გვახსოვდეს ერის ბრძენი მოღვაწე და მივყვებოდეთ მის რჩეულ გზას - „ენა, მამული, სარწმუნოება“.- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: