„მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ“- მანონი ქანთარია, აჭის საჯარო სკოლის პედაგოგი 
15-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მანონი ქანთარია მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობს. 

ის მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. მისი აზრით, სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემას, მიზანდასახულობას, სიახლეების ძიებას და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას. 

პედაგოგმა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- კეთილგანწყობილ, უსაფრთხო, მეგობრულ, შემოქმედებით და სიყვარულით ნათქვამ სიტყვებს! 

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, სიყვარული და თითოეული მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება, მიღება ისეთების, როგორებიც არიან. ასევე, ხელის შეწყობას უნარების გამოვლენაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მთავარი, იმის სწავლა მათგან, რაც ჩვენთვის სიახლეა, რადგან მნიშვნელოვანია ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- არიან გულწრფელები, მეგობრულები და მიზანდასახულები!

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემას, მიზანდასახულობას, სიახლეების ძიებას და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მათი სიყვარული, თბილი მზერა და იმის მოლოდინი, თუ რა სიახლეებს, შემოქმედებით აქტივობებს ვთავაზობ მათ.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...

- ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომა ქოხი“.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ეს იყო მინი სპექტაკლები და საქველმოქმედო აქციები, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ხელშეწყობით.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203