ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეკამის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
იქ ხელოვნების მასწავლებელ თამარ ქუშაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „შემოდგომის ფერები“ და კონკურსი ჩატარდა. მასში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ფერწერული ნამუშევრები წარუდგინეს, ერთმანეთს მხატვრულად ლექსის წარმოთქმაში შეეჯიბრნენ, იმღერეს და შემოდგომის თემაზე შემოქმედებითი აქტივობები გამართეს.
ღონისძიბაში მათი მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.
„გავაცილეთ ბარაქიანი შემოდგომა. საინტერესო, მრავალფეროვანი და ემოციური დღე გამოგვივიდა. მადლობა ჩვენს თამარ მასწავლებელს, მოსწავლეებს და მშობლებს, ასეთი ლამაზი დღისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: