ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ იქ არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი და შედეგზე ორიენტირებული პროექტი თუ ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად კი, მორიგი შემოქმედებითი ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სხვადასხვა ნომერი გამართეს და თავიანთი სამსახიობო ოსტატობა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
გარდა ამისა, მათ წელიწადის ოქროსფერ სეზონსა და მის თავისებურებებზე ისაუბრეს. ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: