ითხვისის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებით წარმოადგინეს
15-11-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

იქ არაერთი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიება იმართება. ამჯერად, კი, მე-6 კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა იზეიმეს. მათ დამრიგებლის - ალექსანდრა კვიციანის ხელმძღვანელობით, წელიწადის ოქროსფერ სეზონს ხოტბა შეასხეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს. 

ღონისძიებაზე თეა თაბაგარის შემდეგი ლექსი წაიკითხეს:

ჩემი იმერეთის შემოდგომა

ისე მდუმარეა ფოთოლცვენა,

ჰაერს დაწყებია უმადობა,

და მეც გავაკეთე აღმოჩენა,

თურმე,

მონატრება უვადოა.

ხალას ოცნებაზეც ჩამოთოვა,

მაგრამ ნუგეში მაქვს კიდევ ერთი,

ჩემი

იმერეთის შემოდგომა,

ჩემი

შემოდგომის იმერეთი.

რადგან პოეზიამ დამიმონა,

სულში ჩამისახლდა უსახლკარო,

ფიქრი გამიმხილა...

ამიტომაც,

გრძნობები რითმებად უნდა ვღვარო.

მე კი მოლოდინი დამმჩნევია,

ფოთოლცვენისფერი, უხალისო,

რადგან არაფერი დამრჩენია,

თურმე,

შესამჩნევი უამისოდ,

და მეც პოეზიით მოვიარე,

მზის, ზღვის, ხმელეთის და ცის ფერეთი,

ჩემი

იმერეთის შემოდგომა,

ჩემი

შემოდგომის იმერეთი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203