ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზღაპრული სანახაობა მოაწყვეს და შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს.
გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის, მათი შემოქმედებითობისა და ნიჭეირების წარმოჩენა-განვითარებას ისახავდა მიზნად.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების მრავალფერობანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, აღნიშნეს თუ რაოდენ ლამაზი, ფერადი, და უხვია შემოდგომა საქართველოში, სიმღრებიც შეასრულეს და ლექსები მხატვრულადაც წაიკითხეს, დამსწრე საზოგადოება კი შემოქმედებითობით მოხიბლეს და დაუვიწყარი ემოციებიც აჩუქეს.
„კაცხის საჯარო სკოლაში ზეიმით და ხალისით შემობრძანდა მრავალფეროვანი და ბარაქიანი შემოდგომა. სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე - რუსუდან მოდებაძე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მიულოცა ფერადი შემოდგომა, ასევე მოსწავლეებს, რომლებმაც სიმღერებით და ლექსებით გააფერადეს დღევანდელი დღე“,- გვიყვებიან სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა შემოქმედებითობა და ბავშვებს კვლავ არაერთ შთამბეჭდავ ღონისძიებას ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: