დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის შიდასასკოლო ტური გაიმართა 
15-11-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, არაერთი აქტივობა და ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, სამების ეკლესიასთან არსებული საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის პროექტი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“  შიდასასკოლო ეტაპი ჩატარდა.

აღნიშნულ პროექტში უმცროსი ასაკობრივი ჯგუფები (V-VI-VII-VIII კლასები) და უფროსი ასაკობრივი ჯგუფები (IX-X კლასები) მონაწილეობდნენ. 

გუნდებს ხელმძღვანელობდნენ ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ორმოცაძე, ქართული ენისა და  ლიტერატურის მასწავლებელი ნინო რუხაძე და სოფლის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მოძღვარი „მამა მატათა“.

კითხვები ძველი და ახალი აღთქმიდან იყო დასმული, გამოვლინდა უმცროს ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული გუნდი „ახალ ნერგნი ზეთისხილისანი“ (შერწყმული სკოლის VIII კლასის მოსწავლეები) და უფროს ასაკობრივი ჯგუფიდან „კიდობანი“ ( X-კლასის მოსწავლეები), რომლებიც იასპარეზებენ რეგიონალური ეტაპისთვის.

სკოლაში წარმატებებს უსურვებენ გამარჯვებულ გუნდებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203