ცვლილებები სკოლებში, ბაღებსა და უმაღლესებში - 2025 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი ცნობილია
15-11-2024

მიმდინარეობს მუშაობა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2021-2025 წლების სტრატეგიის 2025 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

„დაინტერესებული მხარეების უკუკავშირი, სამოქმედო გეგმის პროექტზე, გთხოვთ, გაგვიზიაროთ შემდეგ იმეილზე: planning@eqe.ge, მიმდინარე წლის 27 ნოემბრამდე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება თავად პროექტს, მოიცავს ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრების შერჩევის პროცესში, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების შემუშავებას, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ განხორციელებული 360 გრადუსიანი ელექტრონული თვითშეფასების ანალიზს, რომელშიც  ინტეგრირებულია  EQAVET ინდიკატორები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხარდაჭერას თვითშეფასებისა და საავტორიზაციო განაცხადის მომზადების პროცესში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტების შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის მონიტორინგის მიმართულებით, ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების შესაძლებლობების გაძლიერება.

 სამოქმედო გეგმის პროექტი 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203