ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ კონკურსში ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. შიდასასკოლო პირველობა სამივე საფეხურზე ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა გუნდებმა ძალიან იაქტიურეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და მაღალი ქულები მიიღეს.
სკოლის დირექტორი - ნონა მებონია გუნდური თამაშის მონაწილეებს მუნიციპალურ პირველობაზე წარმატებულ ასპარეზობას უსურვებს.
ღონისძიება პედაგოგების - სოფიკო გულუასა და თამარ კაკაჩიას ჩართულობით განხორციელდა.
იხილეთ ფოტოები: