რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ამაღლებული განწყობა იყო.
ამის მიზეზი კი, საშემოდგომო ზეიმია. სკოლაში წელიწადის ოქროსფერ სეზონს გამორჩეული ღონისძიება მიეძღვნა. შემოდგომის ნობათითა და შესაბამისი დეკორაციით გაფორმებულ ეზოში მოტივირებულმა მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი გამართეს.
ისინი სასკოლო საზოგადოების წინაშე ულამაზესი პერფორმანსით წარდგნენ, შესალებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.
დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა და თითოეული მონაწილისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა.
„შემოდგომის ერთი დღე უსაყვარლეს პატარებთან ერთად. ქართული სულით და ულამაზესი პერფორმანსით. განსაკუთრებული მადლობა ყველას!“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: