ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მე-2 კლასელებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, გოგებაშვილის მოთხრობის გმირთა როლები მოიგეს
18-11-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ მოსწავლეებს განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ საწავლო გარემოს სთავაზობს. 

შესაბამისად, სასწავლო პროცესი არაერთი გამორჩეული აქტივობითაა გაჯერებული. ამჯერად, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის იგავის „თაგვი და ლომის“ მიხედვით, კომპლექსურ დავალებაზე - „ლომის წერილი თაგვს“ იმუშავეს. 

მოსწავლეებმა პერსონაჟების როლები დიდი წარმატებითა და ოსტატობით მოირგეს, მათ თაგვს სამადლობელი წერილი მისწერეს და ანიმაციური ფილმი - „ლომი და თაგვი“  ნახეს. 

მოსწავლეებს პედაგოგი ირმა ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდათ. აღსანიშნავია, რომ პატარებმა დავალება წარმატებით შეასრულეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203