რუსლან წულაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის თემატური აქტივობებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე დარჩენილა. ამ დღეს სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს, ასევე მისი ლექსები წაიკითხეს და ქვეყნის წინაშე საზოგადო მოღვაწის ღვაწლი აღნიშნეს. ღონისძიება პედაგოგ ეკა ჩიჩუას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
„განათლება გავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“,- ღონისძიებას ლაიტ-მოტივად ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები გასდევდა.
„მადლობა ბავშვებო, მადლობა ჩემო დაუზარლებო. მომავალი ჩვენია, როგოც დიდი ილია იტყოდა“,- წერს პედაგოგი ეკა ჩიჩუა.
იხილეთ ვიდეო და ფოტო: