ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლას აქტიური და მოტივირებული სასკოლო საზოგადოება ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს. ამას ის აქტივობები ცხადყოფს, რაც სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში იმართება.
ამჯერადაც, სკოლაში გადაწყვიტეს, რომ ეზო დაესუფთავებინათ. გარემოსდაცვით ღონისძიებაში ყველა მონდომებით ჩაერთო და სკოლის ტერიტორია კიდვევ უფრო გაალამაზეს.
„ლამაზ, მზიან, გვიანი შემოდგომის თბილ დღეს გადავწყვიტეთ ჩვენი კოხტა ეზოს დასუფთავება და უფრო გალამაზება“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: