ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით მუშაობს „ნორჩ მკითხველთა კლუბი“, რომლიც წევრებიც მხარვრულ ლიტერატურიას აქტიურად ეცნობიან, მიღებულ შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ და ავტორის სათქმელს განიხილავენ.
ახლახან, „ნორჩმა მკითხველებმა“ წაკითხული წიგნების პრეზენტაცია გამართეს.
კლუბის წევრებმა საზაფხულო არდადეგებზე წაკითხული წიგნები გაანალიზეს და განიხილეს.
კლუბის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი სოფიკო აბესაძე გახლავთ, რომელიც ბავშვებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებს.
იხილეთ ფოტოები: