ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
აღსანიშნავია, რომ ამჯერად წარმატებას სკოლის ხელბურთელთა გუნდმა მიაღწია.
ისინი მუნიციპალურ პირველობაში ჩაერთნენ, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და გაიმარჯვეს.
სკოლაში მათი საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, მიულოცეს და წინსვლა უსურვეს.
„მრავალი წარმატება მოგველოცოს, ჩვენო ჩემპიონებო“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
იხილეთ ფოტოები: