ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
პედაგოგ ნანა მელქაძის სადამრიგებლო - IIე კლასის მოსწავლე ემილი სვანიძე სპორტული და სამეჯლისო ცეკვების საერთაშორისო კონკურსში - Armenia open2024-ში მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და დიდ წარმატებას მიაღწია.
მოსწავლემ პირველი ადგილი დაიკავა.
„სკოლის სახელით, ვულოცავთ ემილის და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- წერს დამრიგებელი - ნანა მელქაძე.
იხილეთ ფოტოები: