დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან.
ახლახან, წითელი ჯვრის თანამშრომლებმა დაბა თიანეთის სკოლების მოხალისე მოსწავლეებს ინტელექტუალური თამაში - „რა? სად?როდის?“ ჩაუტარეს. მასში დაბა თიანეთის N2 და ტუშურების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
თამაში სასიამოვნოდ წარიმართა და საბოლოოდ, გამოვლინდა გამარჯვებული - ის დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლის გუნდი „ნიკე“ გახლავთ. მოსწავლეებმა 10 კითხვიდან, ათივეს სწორად უპასუხეს. ბავშვებმა წითელი ჯვრის მიერ დაწესებული სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ნორვეგიის წითელი ჯვრის მოხალისეები ესწრებოდნენ.
„დიდი მადლობა თიანეთის წითელი ჯვრის ხელმძღვანელს - ქალბატონ თათია ტიღინაშვილს და მათ თანამშრომლებს, რომლებიც ცდილობენ ხშირად ჩართონ ჩვენი მოსწავლეები მათ დაგეგმილ სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და პროექტში“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: